შინაარსზე გადასვლა

რობერტ თავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ თავაძე
დაბადების თარიღი 24 აპრილი, 1930
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 16 აპრილი, 2004 (73 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

რობერტ გერონტის ძე თავაძე (დ. 24 აპრილი, 1930, თბილისი, — გ. 16 აპრილი, 2004, იქვე) — ქართველი სამხედრო პირი, საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი (1979).

1948 წელს დაამთავრა სსრკ სამხედრო-საჰაერო ძალების სპეცსკოლა, 1951 — ვლადიკავკაზის სამხედრო-საავტომობილო სასწავლებელი, 1970 წელს — სსრკ შეიარაღებული ძალების გენშტაბის კ. ვოროშილოვის სახ. სამხედრო აკადემია, 1973 წელს — ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემია.

1951 წლიდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, 3 წელი — ჩინეთში, შემდეგ — მოლდავეთში, უკრაინაში, 1970 წლიდან — ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, 1976 წლიდან — ისევ შორეულ აღმოსავლეთში. 1985–1988 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ჯარების მთავარი სარდლის მოადგილე. 1992–1995 და 1998–1999 წლებში დანიშნული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. არის ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი (2000).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]