გუბაზ სანიკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუბაზ სანიკიძე
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1967 (1967-02-02) (57 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
ძირითადი იდეები ნაციონალიზმი
მამა ლევან სანიკიძე
შვილ(ებ)ი 2

გუბაზ სანიკიძე (დ. 2 თებერვალი, 1967, ქუთაისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987-1988 წლებში იყო დამასკოს უნივერსიტეტის სტაჟიორი. მუშაობდა თსუ-ს აზია-აფრიკის ხალხთა ისტორიისა და ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრებზე.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლიდან იყო ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი, 1995 წლიდან კი ამავე პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი დეპუტატი ამბროლაურის საარჩევნო ოლქიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს აღორძინება“. ფრაქცია „ტრადიციონალისტის“ თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარე. 2006 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმის დამფუძნებელი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. 2008 წლის 7 ივნისიდან 20 ივნისამდე იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]

ფლობს რუსულ და არაბულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]