შინაარსზე გადასვლა

თეიმურაზ ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ ჯანელიძე
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1944
დაბადების ადგილი ბაღდათი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1 ოქტომბერი, 2005 (61 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
ეროვნება ქართველი

თეიმურაზ ჯანელიძე (დ. 20 სექტემბერი, 1944, ბაღდათი — გ. 1 ოქტომბერი, 2005)— ქართველი მუსიკოსი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1963 წლიდან იყო რუსთავის სამუსიკო სკოლისა და სასწავლებლის პედაგოგი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი, სალიბაურის სკოლა-ინტერნატის პედაგოგი, თბილისის ორთაჭალის რაიონის განათლების გამყოფილების მეთოდისტი, საქართველოს კამერული გუნდის მთავარი ქორმეისტერი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის რუსთავის საქალაქო განყოფილების თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]