ნესტან კირთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნესტან კირთაძე
ნესტან კირთაძე
საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1995 – 1999
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1992 – 1995
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

დაბადებული8 ივნისი, 1959 (1959-06-08) (61 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლეზურაბ რეხვიაშვილი
შვილებიანნა რეხვიაშვილი
განათლებაქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი
საქმიანობაისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკოსი

ნესტან ელისაბედ კირთაძე (დ. 8 ივნისი, 1959, ქუთაისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტან ელისაბედ კირთაძე დაიბადა 1959 წლის 8 ივნისს, ქუთაისში. 1981 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1991-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე სხვადასხვა თანამდებობაზე.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია მოქალაქეთა კავშირიდან. არის 100-მდე სამეცნიერო სტატიის, მონოგრაფიების და წიგნების ავტორი, მათ შორის: „ნათელი ქრისტესი საქართველო“ (ტეტრალოგია). 2013 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში იყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]