მერაბ საყვარელიძე
იერსახე
| მერაბ საყვარელიძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1947 |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
| ეროვნება | ქართველი |
მერაბ საყვარელიძე (დ. 2 იანვარი, 1947) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1970 წლიდან იყო თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).