არნოლდ ფენდერავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არნოლდ ფენდერავა
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1942 (1942-07-24) (81 წლის)
დაბადების ადგილი აჩიგვარა, გალის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ოდესის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

არნოლდ ფენდერავა (დ. 24 ივლისი, 1942, სოფელი აჩიგვარა, გალის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1969 წელს დაამთავრა ოდესის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეტეოროლოგიის ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ოჩამჩირედან მაჟორიტარი). 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (აფხაზეთიდან მაჟორიტარი). 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]