ენზელ მკოიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ენზელ მკოიანი
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1959 (1959-05-03) (61 წლის)
დაბადების ადგილი სათხე, ბოგდანოვკის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება სომეხი
პარტია  • ქართული ოცნება (2016 - დღემდე)
 • დამოუკიდებელი დეპუტატი (2012-2016 წლები)
 • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2008-2012 წლები)
 • დამოუკიდებელი დეპუტატი (1999 - 2008 წლები)
საქმიანობა ნინოწმინდის და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
შვილ(ებ)ი 3
ჯილდოები
საქართველოს ღირსების მედალი
13 ოქტომბერი, 1998
ninotsminda.majoritarian.ge

ენზელ მკოიანი (დ. 3 მაისი, 1959, სათხე, ბოგდანოვკის რაიონი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს ხუთი მოწვევის პარლამენტის (1999, 2004, 2008, 2012, 2016) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1977-1981 წლებში მუშაობდა ბოგდანოვკის რაიონის (ამჟამად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) სამსახურებში მუშად. 1981-1983 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური სსრკ-ს ჯარში. 1983-1984 წლებში მუშაობდა ახალქალაქის მოძრავ-მექანიზებული კოლონაში მესამე თანრიგის მუშად. 1984-1990 წლებში იყო ალკკ ახალქალაქის რაიონული კომიტეტის წევრი. 1990 - 1999 წლებში მუშაობდა ახალქალაქში, კერძო სამშენებლო კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ნინოწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ნინოწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ნინოწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ნინოწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

მიხაილ ავაქიანის ძეგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 20 იანვარს სამველ მანუკიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო ყარაბაღის ომის მონაწილე მიხაილ ავაქიანის ძეგლის გახსნაში, რასაც დიპლომატიური სკანდალი მოყვა. ქართული პრესის შეფასებით, მიხაილ ავაქიანი მთიან ყარაბაღში განსაკუთრებული სისასტიკით იბრძოდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ.[1]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]