მუხრან ვახტანგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხრან ვახტანგაძე (დ. 22 იანვარი, 1973, ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). მსოფლიოს თასის მფლობელი პირად პირველობასა (2003) და გუნდურ ჩათვლაში (2004). ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის (ორგზის) კავალერი. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია 1999 წელს; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ეკონომისტ-იურისტის კვალიფიკაციით 2004 წელს. 2006–2015 წლებში ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი; 2015 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი.

2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი კატეგორია ადგილი
2000 ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები სიდნეი, ავსტრალია -85 კგ 3rd
2001 მსოფლიო ჩემპიონატი პატრა, საბერძნეთი -85 კგ 1st
2003 ევროპის ჩემპიონატი ბელგრადი, სერბია და ჩერნოგორია -85 კგ 3rd

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]