ზაქარია დევნოზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზაქარია (შუქრი) დევნოზაშვილი
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1949 (1949-02-20) (71 წლის)
დაბადების ადგილი ბოლნისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ზაქარია (შუქრი) დევნოზაშვილი (დ. 20 თებერვალი, 1949, ბოლნისი) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1972 დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი. 1973-2006 წლებში ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო საქმიანობას: 1974-1980 წლებში იყო ბოლნისის სოფლის მეურნეობის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, 1980-1987 წლებში — ბოლნისის კომუნისტური პარტიის რაიკომის მეორე მდივანი, 1987-1990 წლებში — პირველი მდივანი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსწევრი: მაჟორიტარი, ბოლნისის საარჩევნო ოლქი, საქართველოს კომპარტია, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992 წლიდან რატევნის სახაზინო მეურნეობის დირექტორი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N 23 ბოლნისის საარჩევნო ოლქი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]