გიორგი გულბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გულბანი
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1959 (1959-07-23) (64 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

გიორგი გულბანი (დ. 23 ივლისი, 1959, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, პოლიტიკოსი.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1981-1990 წლებში მუშაობდა ინსტიტუტ „ვნიიტმეს“ ინჟინრად, ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს ინჟინერ- ფიზიკოსად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპექტროსკოპიის განყოფილების უფროს ინჟინრად, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროს ლაბორანტად, ამავე აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ინჟინრად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიის შემდგომ იურიდიული კომისიის მდივანი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]