ზურაბ ცქიტიშვილი (დ. 31 იანვარი, 1941, თბილისი)[1] — ქართველი ქიმიკოსი და პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი).[2]სსრკ ჩემპიონი ფარიკაობაში.
1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1965–1970 წლებში იყო რძის კომბინატის ცვლის ოსტატი; 1971–1972 წლებში — გარდაბნის რძის ქარხნის წარმოების უფროსი; 1972–1976 წლებში — დირექტორი; 1976–1990 წლებში — საქართველოს რძის მრეწველობის გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 1990–1993 წლებში — თბილისის რძის კომბინატის გენერალური დირექტორი. 1993–1994 წლებში — ამავე ქარხნის ბაზაზე შექმნილ ს/ს „ამალთეა“-ს გენერალური დირექტორი.