გივი ლომინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გივი ლომინაძე
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1940 (1940-04-10) (84 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

გივი ლომინაძე (დ. 10 აპრილი, 1940, ცხაკაია, საქართველოს სსრ, — გ. 2019) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი. პოლიციის გენერალ-მაიორი.

1965 წელს დაამთავრა ქ. დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1989-1992 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1993-1995 წლებში იყო დასავლეთ საქართველოს საგანგებო სიტუაციათა დროებითი კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო მეთაურის რწმუნებული, სახელმწიფო მინისტრი დასავლეთ საქართველოში. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია 91“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „აფხაზეთის დეპუტაცია“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]