გია ბენაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გია ბენაშვილი
დაბ. სახელი გიორგი ბენაშვილი
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1964 (1964-09-30) (56 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ვ. ი. ლენინის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის იურიდიული ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

გიორგი (გია) ბენაშვილი (დ. 30 სექტემბერი, 1964, თბილისი)[1]ქართველი ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი.

1986 წელს დაამთავრა ვ. ი. ლენინის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის იურიდიული ინსტიტუტი.

1986-1988 წლებში საწარმოო გაერთიანება „ანალიტხელსაწოს“ უფროსი ინჟინერი; 1988-1991 წლებში სსრ უშიშროების კომიტეტის ოპერთანამშრომელი; 1991-1992 წლებში სრ უშიშროების სამინისტროს უფროსი ოპერრწმუნებული; 1992-1993 წლებში საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ოპერრწმუნებული; 1993-1994 წლებში საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსი ოპერრწმუნებული; 1994-1996 წლებში საქართველოს სამთავრობო დაცვის სამსახურის ცვლის უფროსი; 1996-1998 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ოპერსამსახურის სამსახურის უფროსი; 1998-2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე; 2003-2005 წლებში საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2007 წლებში ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2007-2008 წლებში შპს „კალა-კაპიტალის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2008-2009 წლებში შპს „ყაზტრანსგაზის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2009-2013 წლებში შპს „რომპეტროლის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2013-2014 წლებში შპს „ყაზტრანსგაზის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2014-2015 წლებში შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეცმმართველი; 2015-2016 წლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი; 2016 წელს შპს „ყაზტრანსგაზი-თბილისის“ სპეციალური მმართველი.

2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]