ჯუმბერ იზორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯუმბერ იზორია
Jumberizoria.jpg
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1966 (1966-03-22) (54 წლის)
დაბადების ადგილი ჩხოროწყუ, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება

ჯუმბერ იზორია (დ. 22 მარტი, 1966, ჩხოროწყუ)[1]ქართველი პოლიტიკოსი.

1997 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესთა მექანიზაციის სპეციალობით. 1984-1986 იყო სამხედრო სამსახურში. 1987 - 1991 წლებში — შინაგან საქმეთა სამინისტროში რიგითი პოლიციელი. 1991-1994 წლებში დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ ქვეგანყოფილების უფროსი (1994 - 2003). 2003 - 2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგ. ლეგიონის მე-3 სამმართველოს უფროსად. 2005 - 2006 წლებში შსს სამეგრელო-ზემოსვანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2007 - 2012 წლებში იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის უფროსი, ხოლო 2012 - 2019 წლებში ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსი. 2019 წლის 13 დეკემბრიდან არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი („ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, პარტიული სიით).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცი: ჯუმბერ იზორია. declaration.gov.ge (23 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2020.