მალხაზ კვანჭილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალხაზ კვანჭილაშვილი
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1951 (1951-08-30) (72 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

მალხაზ კვანჭილაშვილი (დ. 30 აგვისტო, 1951) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1976 წლიდან იყო სოფელ ბორჩალოს რვაწლიანი სკოლის მასწავლებელი. 1975-1978 იყო წლებში ასპირანტი, 1978 წლიდან კი საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ ქარტია – 91“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]