თემურ მაისურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თემურ მაისურაძე
Темур Маисурадзе.jpg
დაბ. თარიღი 24 ივლისი, 1959 (1959-07-24) (60 წლის)
ასპინძა, სამცხე-ჯავახეთი, საქართველო
ალმა-მატერი წმიდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტი
საქმიანობა ავიაინჟინერი, ფილოსოფოსი
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი

თემურ მაისურაძე (დ. 24 ივლისი, 1959, ასპინძა) — ავიაციის ინჟინერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპისა[1] და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორი.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემურ მაისურაძემ 1987 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახელობის აეროკოსმონავტიკის ხარკოვის უნივერსიტეტი (საავიაციო ინსტიტუტი) თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით.

1990 წელს დაამთავრა ქალაქ როსტოვის საკავშირო კვალიფიკაციის ინსტიტუტი. 2014 წელს დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის სკოლის დოქტორანტურა. 2012 წლის მერვე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარული კომიტეტის წევრი, პრემიერ მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წევრი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2014 წელს თემაზე: „უპირატესობის მენეჯმენტი“.[3]

თემურ მაისურაძე არის 4 სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, 153 ნოვაციის და გამოგონების ავტორი (ნოვაციების და გამოგონებების 80 % დანერგილია. მათი უმრავლესობა გამოიყენებულია სამხედრო ავიაციაში). 1998-2000 წლებში მიწვეული იყო იორდანიაში, ერაყში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. არის ასოციაციის „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ ექსპერტი.[4] 1975 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა თბილისის საავიაციაო საწარმოო გაერთიანებაში ამწყობი ზეინკლის პოზიციიდან წამყვანი კონსტრუქტორის პოზიციამდე შუალედური სწავლების პერიოდების გათვალისწინებით.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]