მინდია უგრეხელიძე
მინდია უგრეხელიძე | ||
![]() | ||
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
1990 – 1999 | ||
პრეზიდენტი | ზვიად გამსახურდია ედუარდ შევარდნაძე | |
წინამორბედი | აკაკი კარანაძე | |
მემკვიდრე | ლადო ჭანტურია | |
დაბადებული | 19 მაისი, 1942 ქუთაისი, საქართველოს სსრ | |
მოქალაქეობა | ![]() ![]() ![]() ![]() | |
ეროვნება | ![]() | |
მეუღლე | ევა გოცირიძე | |
რელიგია | მართლმადიდებლობა | |
ჯილდოები |
მინდია უგრეხელიძე (დ. 19 მაისი, 1942, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) დეპუტატი (1990), საქართველოს უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე (1990-1999), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე (1999-2009).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მინდია უგრეხელიძე დაიბადა 1942 წლის 19 მაისს ქ. ქუთაისში. 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა, ხოლო 1963 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1963-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნირებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე.
1974 წლიდან იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია; 1975 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის დოცენტი, ხოლო 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სამართლის კათედრის გამგე, უძღვება ლქციების კურსს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მოდელირების პრობლემებზე.
1983 წელს დაინიშნა საქართველოს კპ ცკ-ის მეცნიერებისა და სასაწავლებლების განყოფილების გამგის მოადგილედ. 1986 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორია. 1988-1990 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "კომუნისტს", 1990 წლის 14 ნოემბრიდან კი - გაზეთ '"ახალ საქართველოს", "საქართველოს რესპუბლიკიდან" მისი გარდაქმნამდე.
1990 წელს 28 ოქტომბერს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტადად, ხოლო 1990 წლის 27 დეკემბერს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.
ჩვენში და საზღვარგარეთ ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 70-მდე ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია. არის "იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა" და "სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის" წევრი.
როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და სამართლებრივი რეფორმის სამთავრებო კომისიის თავმჯდომარე, მონაწილეობს საქართველოს ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში.
თანაავტორია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თეორიული მოდელისა. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 1999 წლის 25 ივნისს შეუწყდა უფლებამოსილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით.
რეგულარულად მონაწილეობდა უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ტრადიციულ ყოველწლიურ კონფერენციებში 1993-1999, 2001, 2003, 2006-2007 წლებში; მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია 1974წ.;
მიკუთვნებული აქვს უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება 1991წ.;
იყო ქართული ენციკლოპედიის საგამომცემლო საბჭოს წევრი 1994 წ.;
ოსტინის (1991), ჰიუსტონის (1991) და პასადენას (1996) საპატიო მოქალაქეა.
მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს 1999წ.;
საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრია 2009 წლიდან;
ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტია 2009წ.-დან.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|