შინაარსზე გადასვლა

იოსებ კასრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ (სოსო) კასრაძე
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1947 (1947-04-22) (77 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

იოსებ (სოსო) კასრაძე (დ. 22 აპრილი, 1947) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1970-1980 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლ „ოროველას“ სოლისტ-ინსტრუმენტალისტი, ქარელის რაიონის სოფელ აბანოს დოლომიტების წარმოების საექიმო პუნქტის გამგე, ანსამბლ „ოროველას“ მხატვრული ხელმძღვანელი, 1980-1988 წლებში იყო თბილისის ნიკოლოზ კახიანის სახელობის საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი, 1988 წლიდან კი ამავე საავადმყოფოს განყოფილების გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]