კობა ნაყოფია დაიბადა 1969 წელს. 1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომისტის კვალიფიკაციით, პარალელურად დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის „სპეცფაკულტეტი“ — ბიზნესის უმაღლესი სკოლა, სპეციალობით ბიზნეს-იურისტი. დამთავრებული აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის კვალიფიკაცია. არის რუსეთის ეკონომიკის აკადემიის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი. იყო დსთ-ს ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი.
1993-2008 წლებში სხვადასხვა დროს იყო კომპანია „ოქროს საწმისის“ გენერალური დირექტრი, შპს „ინვესტმენტ მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი, სს „ორლოვის სამრეწველო კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპანია „პრომიშლენნიე ინვესტორის“ ვიცე-პრეზიდენტი, სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს „მადნეულის“ გენერალური დირექტორი, შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორი, კომპანია „გეოპრომინინგის“ პრეზიდენტი, აგარაკის (სომხეთი) სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, არარატის (სომხეთი) ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კობა ნაყოფია იყო ჰოლივუდში გადაღებული ფილმის „აგვისტოს 5 დღის“ ერთ-ერთი პროდიუსერი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[1]