აკაკი ზოიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაკი ზოიძე
დაბადების თარიღი 3 ივნისი, 1968 (1968-06-03) (55 წლის)
დაბადების ადგილი საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა პოლიტიკოსი, ექიმი

აკაკი ზოიძე (დ. 3 ივნისი, 1968) — ქართველი პოლიტიკოსი და ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკაკი ზოიძე 1968 წლის 3 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1990-1991 წლებში იგი იყო საწარმოო გაერთიანება „აზოტის“ მედსანნაწილი, რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის პალატების სანიტარი. 1991-1993 წლებში იგი იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი ნერვულ სნეულებათა სპეციალობით. 1993-1998 წლებში იგი იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1997-2000 წლებში იგი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე. 2000 წელს იგი იყო საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი. 2000-2001 წლებში იგი იყოსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 2001-2003 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2004-2016 წლებში იგი იყო საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ წამყვანი მკვლევარი. 2006-2016 წლებში იგი იყო „კურაციოს“ საერთაშორისო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2014-2016 წლებში იგი იყო საკონსულტაციო ჯგუფ „კურაციოს“ დირექტორი.

2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის 2 დეკემბერს დატოვა პარტიაც და პარლამენტარის მანდატიც.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „აკაკი ზოიძემ ქართული ოცნება დატოვა“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)