სოფიო ქაცარავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფიო ქაცარავა
Sofiokacarava.png
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1976 (1976-12-08) (44 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (2019-მდე)
საქმიანობა ფილოლოგი, პოლიტიკოსი, დიპლომატი
ჯილდოები Honorary Member of the Order of the British Empire

სოფიო (სოფო) ქაცარავა (დ. 8 დეკემბერი, 1976, თბილისი)[1]ქართველი ფილოლოგი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016-2019 წლებში, 2020 წლის აპრილიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1976 წლის 8 დეკემბერს. 1999 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. 1997-2004 წლებში იყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტის მენეჯერი. 2005-2016 წლებში — დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროექტების მენეჯერი, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და პოლიტიკური მდივანი. 2016 წელს იყო პარტია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების მრჩეველი. 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრ პარტიული სიით. 2019 წლის ნოემბერში დატოვა „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]

სოფიო ქაცარავა 2020 წლის თებერვალში გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დაინიშნა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: სოფიო ქაცარავა. declaration.gov.ge (2 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2020.
  2. ჩუგოშვილმა, ცქიტიშვილმა, ხულორდავამ და ქაცარავამ უმრავლესობა და ქართული ოცნება დატოვეს. on.ge (14 ნოემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2020.
  3. „სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დანიშნეს“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)