ვლადიმერ გუცაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ გუცაევი
ვლადიმერ გუცაევი 1981 წელს[1]
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვლადიმერ გაბრიელის ძე გუცაევი
დაბადების
თარიღი
21 დეკემბერი, 1952 (1952-12-21) (70 წლის)
დაბადების
ადგილი
ქედიგორა, ლენინგორის რ-ნი,
სამხრეთ ოსეთის ავტ. ოლქი,
საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1966–1969 ნორჩი დინამოელი
1969–1971 ფშმ თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1986 დინამო თბ. 303 (47)
ეროვნული ნაკრები
1972–1982 სსრ კავშირი 11 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1987–1990 იბერია თბილისი (დ.)
1991 ანორთოსისი (თ.)
1991–1994 ანორთოსისი
1994–1995 ალანია ვლადიკავკაზი (თ.)
1996 საქართველო 21
1997–1999 საქართველო
1999–2000 ალანია ვლადიკავკაზი
2001 ტორპედო ქუთაისი (დ.)
2010–2011 საქართველო 19
2011–2012 ვიტ ჯორჯია
2012–2014 ალანია ვლადიკავკაზი (დ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვლადიმერ გუცაევი (დ. 21 დეკემბერი, 1952, ქედიგორა, ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვლადიმერ გუცაევს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[2]

ექვსჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[3][4][5]

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “. [6] ღირსების ორდენის კავალერი (2001).[7][8]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1965 წელს თბილისის „ნორჩ დინამოელში“, მწვრთნელების — გ. გაგუას და ჯ. უშვერიძის ხელმძღვანელობით. თბილისის „დინამოშია“ 1971 წლიდან, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 2 სექტემბერს საკავშირო ჩემპიონატის 22-ე ტურის კალენდარულ მატჩში ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ, რომელიც „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა. ვლადიმერ გუცაევი თბილისის „დინამოს“ მაისურით პირველად მატჩის მეორე ტაიმში დავით ყიფიანის ნაცვლად გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა უგოლო ფრით (0–0) დასრულდა.[9]

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის დინამოელები ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ. ამ შეხვედრაში ვლადიმერ გუცაევს ორი გოლი გააქვს, მატჩის 21-ე და 46-ე წუთებზე.[10][11][12][13][14]

გუნდთან ერთად სამჯერ — 1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო, ასევე, 1981 წლის პირველობის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 1977 წლის პირველობაზე — ვიცე-ჩემპიონის, ხოლო 1978 წელს — საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.[15] ასევე, ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი — 1976 და 1979 წლებში. სულ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 303 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 47 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 34 შეხვედრაში დაიცვა და 8 ბურთი გაიტანა, აქედან 17 მატჩი და 6 გოლი — თასების მფლობელთა თასის, 13 მატჩი — უეფა-ს თასის და 4 მატჩი და 2 გოლი — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[16]

1981 წლის 13 მაისს, ვლადიმერ გუცაევს თავის საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გააქვს. თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ უპირისპირდება. ამ დრამატული შეხვედრის ანგარიშს გერმანელი ფეხბურთელები ხსნიან. კერძოდ, მატჩის 63-ე წუთზე გერჰარდ ჰოპე უძლიერესი დარტყმით ახლო მანძილიდან იღებს თბილისელთა კარს. მიუხედავად ამისა, ზუსტად ოთხ წუთში „დინამოელები“ ახერხებენ ანგარიშის გაქვითვას. თბილისელთა მორიგი შეტევის დამამთავრებელ ფაზაში რამაზ შენგელიას გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გასული ვლადიმერ გუცაევი უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით ათანაბრებს შეხვედრის ანგარიშს. გუცაევის მიერ გატანილი გოლი იმედს უსახავს „დინამოელებს“ და მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე ვიტალი დარასელიას გამარჯვების მომტანი გოლის წყალობით თბილისის „დინამო“ თასების მფლობელთა თასს ეუფლება.[17]

სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების აზრით, საქართველოში, ისევე როგორც, ყოფილ საბჭოთა კავშირში ითვლება გამორჩეულად თვითმყოფად ფეხბურთელად, რომელსაც თავისი ინდივიდუალური მონაცემების წყალობით მარტოს შეეძლო გაერღვია მეტოქეთა დაცვის ხაზი და თავადვე დაეგვირგვინებინა წამოწყებული შეტევა. გამოირჩეოდა სასტარტო სისწრაფითა და თავბრუდამხვევი დრიბლინგით. მეტოქის საჯარიმო მოედანზე მასთან ორთაბრძოლა ხშირად მთავრდებოდა თერთმეტმეტრიანი საჯარიმოს დანიშვნით — იმდენად რთული იყო მისთვის ბურთის ართმევა წესების დარღვევის გარეშე.

ვლადიმერ გუცაევმა თბილისის „დინამოში“ თექვსმეტი საფეხბურთო სეზონი გაატარა. 1986 წელს მან ამავე კლუბში დაასრულა თავისი სათამაშო კარიერა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972–1982 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 11 მატჩი ითამაშა და ერთი ბურთი გაიტანა. ასევე, იყო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრების წევრი, რომელთან ერთად 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980 [18][19][20][21]
კარაველას თასი
  • თასის მფლობელი: 1973 [22]
ევროპის თასების მფლობელთა თასი
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირის ახალგაზრდული ნაკრები
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1976
საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979 [23]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981 სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 15.05.1981 № 2730
33 საუკეთესო
  • №1: 1972, 1978, 1979
  • №2: 1976, 1977, 1981

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფოტო გადაღებულია 1981 წლის 21 აპრილს როტერდამში, ევროპის თასების მფლობელთა თასზე „ფეიენორდთან“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინა დღეს.
  2. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ· სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  3. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 6 ივლისი, 2018.
  4. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  5. Академик (2000–2017). Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). С 1930 года список представлял собой (за исключением 1938, 1953 и 1967 годов) три символичных состава из футболистов (№ 1, № 2 и № 3), распределённых по игровым позициям с учётом расстановки игроков, принятой в те годы. dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  6. ვლადიმერ გუცაევი· დაბადების თარიღი: 21-06-1952 · საქართველოს VI მოწვევის პარლამენტი (22-04-2004 - 07-06-2008) · განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი — კომიტეტის წევრი (28-04-2004 - 07-06-2008) დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 20 დეკემბერი, 2019. საქართველოს პარლამენტი. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2019.
  7. გუგუშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 235.
  8. ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 199, თბ.: პალიტრა L, 2013
  9. მაქსიმ არხიპოვი (2016). „დინამო“ თბილისი 0–0 „კარპატი“ ლვოვი დაარქივებული 2018-03-12 საიტზე Wayback Machine. — 2 სექტემბერი, 1971. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  10. „კარაველას თასი“. fcdinamo.ge. 19 აგვისტო, 2013. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  11. „Trofeo Colombino de fútbol“. es.wikipedia.org. 1 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  12. „Динамо (Тбилиси) – Бенфика (Лиссабон, Португалия) 3–1“. fc-dynamo.ru. 2 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  13. „IX Trofeo Colombino de fútbol“. dinamo-tbilisi.ru. 5 მარტი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  14. "კარაველას" რაინდები“. opentext.org.ge. 22 აგვისტო, 2013. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  15. მაქსიმ არხიპოვი (2016). საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი — 1978 — უმაღლესი ლიგა. შემაჯამებელი ცხრილი. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  16. ევგენი პუგლო (25 სექტემბერი, 2009). ვლადიმერ გუცაევის ევროთასების სტატისტიკა სეზონების მიხედვით. klisf.net. წაკითხვის თარიღი: 15 ივნისი, 2018.
  17. „დინამო“ თბილისი 2–1 „კარლ ცაისი“ იენა // Источник данных: проект «Наши в еврокубках». ევგენი პუგლო, 22 მაისი, 2005 // Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
  18. „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი — 9 აგვისტო, 1980. "Шахтер" (Донецк) – "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Финал. 9 августа 1980 года. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. 51 000 зрителей. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  19. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 // Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
  20. Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось // Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
  21. Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й ციტატა: „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское „Динамо“. Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
  22. თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა // ეროვნული ფოტომატიანე. სურათზე მარცხნიდან: კახი ასათიანი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე და ვახტანგ ჭელიძე. 19 აგვისტო, 1973. // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
  23. Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1 (1–0). დაარქივებული 2019-06-21 საიტზე Wayback Machine. 5 августа 1979 года. Москва. Стадион им. В.И.Ленина. 95000 зрителей. Судья: М.Ступар (Ивано-Франковск). Сб. Москвы: Дасаев, Самохин, Никулин, Бубнов, Маховиков (к), Хидиятуллин, Шавло, Гаврилов (Васильев, 78), Максименков, Черенков, Сидоров (Петраков, 67). Сб. Грузии: Габелия, Сулаквелидзе, Чивадзе, Хинчагашвили, Муджири, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе (Какилашвили, 65), Гуцаев, Челебадзе (Шенгелия, 46). Голы: 1:0 Максименков (40), 2:0 Максименков (55), 2:1 Г.Мачаидзе (83). Предупреждения: Хидиятуллин, Гуцаев. Источник: Статистика матчей сборной Грузинской ССР на Спартакиаде народов СССР 1979 г. Футбол на летней Спартакиаде народов СССР 1979. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წყარო: საქართველოს სსრ ნაკრების სტატისტიკა 1979 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის საფეხბურთო ტურნირზე. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.