მერაბ სამადაშვილი
მერაბ სამადაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1964 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მერაბ სამადაშვილი (დ. 11 ოქტომბერი, 1964, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის სამგზის (1999, 2004, 2008) წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1981-1988 წლებში მუშაობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სალიანდაგო სამსახურში. 1988-1991 წლებში მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო გაერთიანებაში. 1991-1999 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი . 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 23,94% მიიღო (20 266 ხმა) და მეორე ადგილი დაიკავა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მერაბ სამადაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მერაბ სამადაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|