შინაარსზე გადასვლა

ზაზა პაპუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზა პაპუაშვილი
დაბადების სახელი ზაზა პაპუაშვილი
დაბადების თარიღი 20 ოქტომბერი, 1964 (1964-10-20) (59 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
აქტიური 1986-

ზაზა პაპუაშვილი (დ. 20 ოქტომბერი, 1964, თბილისი) — ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი, რეჟისორი.

1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. იმავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: კირილე მიმინოშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“), კლავდიუსი („ჰამლეტი“), სეხიზმუნდო („ცხოვრება სიზმარია“), მასხარა („მეფე ლირი“), იანგ ზუნი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მაკბეტი („მაკბეტი“), მინდია („ლამარა“), ბაჩა („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), პანტალონე („ქალი გველი“), ჰამლეტი („ჰამლეტი“), მალვოლიო („როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ესტრაგონი („გოდოს მოლოდინში“), დარისპანი („დარისპანის გასაჭირი“), სევდიანი უცნობი („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“).

დადგმული აქვს სპექტაკლები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის დარამატულ თეატრებში.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის მტაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1996: საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • თეატრალური საზოგადოების ჯილდო „ოქროს ნიღაბი“, მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის
  • ლადო მესხიშვილის სახელობის პრემია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]