გიორგი თოთლაძე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
გიორგი თოთლაძე | ||
საქართველოს პარლამენტის წევრი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
2016 – 2020 | ||
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია | |
დაბადებული | 10 თებერვალი, 1983 ქარელი, საქართველოს სსრ, სსრკ | |
მოქალაქეობა | ![]() ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო | |
განათლება | გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
გიორგი თოთლაძე (დ. 10 თებერვალი, 1983, ქარელი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან 2020 წლამდე.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1983 წლის 10 თებერვალს. დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2008-2009 წლებში იყო ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. 2009-2010 წლებში იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2013-2015 წლებში — „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2014-2015 წლებში შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე. 2016 წლიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ გორის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიორგი თოთლაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი თოთლაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი