ლევან ბერძენიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერძენიშვილი.
ლევან ბერძენიშვილი
დაბ. თარიღი 23 ოქტომბერი, 1953
დაბ. ადგილი ბათუმი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია საქართველოს რესპუბლიკური პარტია
ძირითადი იდეები ლიბერალიზმი
საქმიანობა პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი

ლევან ბერძენიშვილი, (დ. 23 ოქტომბერი, 1953, ბათუმი) — ქართველი ფილოლოგი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით „ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5.

1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ დირექტორი (1996-97), დააარსა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ (1996), იყო ფონდ "ქართუს" დირექტორი (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. იყო 2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.

2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად არის ილიას სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

არის რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ლათინური ენა. ნაწილი I." შემდგენლები ლევან ბერძენიშვილი და მანანა ფხაკაძე. თსუ გამომცემლობა. თბილისი 1984.
  • "ლათინური ენა. I." მანანა ფხაკაძე. ლევან ბერძენიშვილი. პროგრამა ლოგოსი. თბილისი 2008. ISBN 978-9941-401-31-2
  • "ლათინური ენა. II. გრამატიკა" ლევან ბერძენიშვილი. პროგრამა ლოგოსი. თბილისი 2008. ISBN 978-9941-401-36-7
  • "არისტოფანე: კომედიები" (ტომი I, არქანელები.მხედრები) თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტარები ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 99928-924-3-9
  • "არისტოფანე: კომედიები" (ტომი II, ღრუბლები.კრაზანები)თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტარები ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 99928-924-4-7
  • "არისტოფანე: კომედიები" (ტომი III, მშვიდობა.ფრინველები)თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტ. ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 97899940-64-17-5
  • "არისტოფანე: კომედიები" (ტომი IV, ლისისტრატე. ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე)თარგმანი ძვ.ბერძნულიდან და კომენტ. ლ. ბერძენიშვილისა. ISBN 9789941-418-40-2
  • "წმინდა წყვდიადი"; ლევან ბერძენიშვილი; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; თბილისი 2010; ISBN 978-9941-15-221-4
  • Святая Мгла. Последние дни ГУЛАГа. Новое Литературное Обозрение. Москва 2016; ISBN 978-5-4448-0582-4
  • ჰომეროსი: ილიადა, ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი 2105 ISBN 978-9941-23-364-7
  • „წიგნიერების ევოლუცია“; ლევან ბერძენიშვილი, გამომცემლობა „არტანუჯი“; თბილისი 2016; ISBN 978-9941-463-23-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]