შინაარსზე გადასვლა

ლევან ბეჟანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან ბეჟანიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული14 ნოემბერი, 1957 (1957-11-14) (67 წლის)
ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებაკრასნოიარსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი

ლევან ბეჟანიძე (დ. 14 ნოემბერი, 1957) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი 2016-2020 წლებში.

დაიბადა 1957 წლის 14 ნოემბერს. 1975-1981 წლებში სწავლობდა კრასნოიარსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1974-1975 წლებში იყო კრასნოიარსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების საავადმყოფოს სანიტარი. 1981-1982 წლებში იყო სამშობიარო სახლის ინტერნი. 1982-1983 წლებში იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი. 1983 წელს იყო ბათუმის №3 საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი. 1983-1986 წლებში იყო სამშობიარო სახლის ექიმი ორდინატორი. 1986-1988 წლებში — აკაკი ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1988 წლიდან არის ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმი მეან-გინეკოლოგი, განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი და დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]