მიხეილ მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიხეილ მაჭავარიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
მიხეილ მაჭავარიანი
მიხეილ მაჭავარიანი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
დეკემბერი 1999 – აგვისტო 2001
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

დაბადებული9 იანვარი, 1968 (1968-01-09) (52 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საარჩევნი ოლქისამგორი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მეუღლესოფიო ჟღენტი
შვილებივარდენ მაჭავარიანი, ბარბარე მაჭავარიანი
პროფესიანიადაგმცოდნე-აგროქიმიკოსი
საქმიანობასაქართველოს პარლამენტის წევრი
რელიგიამართლმადიდებელი

მიხეილ ვარდენის ძე მაჭავარიანი (დ. 9 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ხუთგზის (1995, 1999, 2003, 2008, 2012) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1986 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი. 1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე ლაბორანტად.

მაჭავარიანი იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული კავშირის მთავარი მდივანი, შემდეგ — თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2000 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სამგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

1996 წლის ივნისიდან 1999 წლის დეკემბრამდე იყო მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი. 1999 წლის დეკემბერში დანიშნეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრად. ამ თანამდებობიდან გადადგა 2001 წლის აგვისტოში. 2001–2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი.

2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სამგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ბურჯანაძე - დემოკრატები “. 2004 წლის 23 აპრილს ის გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“.

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი.
  • ფლობს ინგლისურ, რუსულ ენებს.
  • ჰყავს მეუღლე სოფიო ჟღენტი. შვილები ვარდენ მაჭავარიანი, დაბადებული 2001 წლის 31 აგვისტოს და ბარბარე მაჭავარიანი.
  • მშობლები: მამა — ვარდენ მაჭავარიანი, დედა — მარინე მდინარაძე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]