ნოდარ ჯანბერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნოდარ ჯანბერიძე
დაბადების თარიღი 26 მაისი, 1927
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1997
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ნოდარ შალვას ძე ჯანბერიძე (დ. 26 მაისი, 1927, თბილისი — გ. 1997, იქვე) — ქართველი არქიტექტორი, ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972), პროფესორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1996).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (1949-1985). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1961-1985). საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი (1977-1981) და საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (1974-1981). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]