ნუგზარ მიხანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუგზარ მიხანაშვილი
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1956
დაბადების ადგილი გორი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 3 ნოემბერი, 1992 (36 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა აგრონომი, პოლიტიკოსი
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ნუგზარ მიხანაშვილი (დ. 2 მაისი, 1956, გორი — გ. 3 ნოემბერი, 1992) — ქართველი აგრონომი, პოლიტიკოსი. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (1994, სიკვდილის შემდეგ).

1979 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი.

იყო ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. უფლებამოსილება შეუწყდა გარდაცვალების გამო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]