გოგი ლიპარტელიანი
| გოგი ლიპარტელიანი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 27 მარტი, 1952 |
| დაბადების ადგილი | ლენტეხი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ეროვნება | ქართველი |
| შვილ(ებ)ი | 5 |
| lentekhi.majoritarian.ge | |
გოგი ლიპარტელიანი (დ. 27 მარტი, 1952, ლენტეხი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა და დაგეგმვა. 1976-1999 წლებში მუშაობდა ქარხანა „ელექტროავტომატში“ სხვადასხვა თანამდებობებზე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლენტეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლენტეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლენტეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგი ლიპარტელიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გოგი ლიპარტელიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
| ||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||
| ||||||||