ტახირ არველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტახირ არველაძე
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1948 (1948-02-25) (72 წლის)
დაბადების ადგილი სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ტახირ არველაძე (დ. 25 თებერვალი, 1948, სამტრედია) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტყავის ნაკეთობათა ფაკულტეტი. 1983-1992 წლებში მუშაობდა პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის მაჟორიტარი), № 6 საარჩევნო ოლქიდან. 1993-1996 წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]