პაატა ზაქარეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პაატა ზაქარეიშვილი
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 1 აგვისტო, 2016
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედითემურ იაკობაშვილი

დაბადებული4 აგვისტო, 1958
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს რესპუბლიკური პარტია
რელიგიამართლმადიდებელი

პაატა ზაქარეიშვილი (დ. 4 აგვისტო, 1958) — ქართველი პოლიტოლოგი, პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილებით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე.[1] საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი.[2] 2002-2006 წწ თბილისის საკრებულოს წევრი.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. 1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი. 1992-1997 წლებში იყო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-1997 წლებში იყო „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი. [1]

1995-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი. 1995-2012 წლებში იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი. 1998-2012 იყო „შერიგების რესურსების“ (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან და „შლაინინგის პროცესის“ ქართული მხარის კოორდინატორი. 2000-2001 წლებში ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2000-2004 წლებში გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC). [1]

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 smr.gov.ge 2012: ბიოგრაფია.წაკითხვის თარიღი: 2012.
  2. პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
  3. სპებ 2012: ბიოგრაფია. წაკითხვის თარიღი: 2019.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
თემურ იაკობაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი
2012 - 2016
შემდეგი:
ქეთევან ციხელაშვილი