იმერეთის მხარე
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
იმერეთის მხარე | |
ქვეყანა | საქართველო |
ადმ. ცენტრი | ქუთაისი |
შიდა დაყოფა | ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ვანის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, ქუთაისი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი და ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°10′00″ ჩ. გ. 42°59′00″ ა. გ. / 42.16667° ჩ. გ. 42.98333° ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | ზვიად შალამბერიძე[1] |
დაარსდა | 1995 |
ფართობი | 6516 კვადრატული კილომეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 533 906 (2014) კაცი |
სიმჭიდროვე | 81,9 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,32 %[2] |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,81 %[3] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ოფიციალური საიტი | http://imereti.gov.ge/ |
იმერეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია იმერეთის ტერიტორიას, ასევე ლეჩხუმის და გურიის რამდენიმე სოფელს. იმერეთის მხარეში შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ქუთაისი. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმერეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ზოგადი ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარის ფართობი შეადგენს 6552.3[4] კვ.კმ-ს, მოსახლეობა 533 906 კაცი (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 81,9 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქუთაისი. მხარეში 542 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი — 10: ქუთაისი, ვანი, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ხონი;
- დაბა — 3: შორაპანი, კულაში, ხარაგაული;
- სოფელი — 529.
ადგილობრივი მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1 (ქუთაისი), მუნიციპალიტეტის გამგეობა - 11, სადაბო საკრებულო - 2, სოფლის საკრებულო - 161. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის იანვარში, დღემდე მუშაობდნენ:
- 1995 — 2003 თეიმურაზ შაშიაშვილი
- 2003 — დავით მუმლაძე
- 2004 — გიორგი გეწაძე
- 2004-2005 — ზურაბ ქაჯაია (მ.შ.)
- 2005 — აკაკი ბობოხიძე
- 2005-2006 — ზურაბ ქაჯაია (მ.შ.)
- 2006-2008 — აკაკი ბობოხიძე
- 2008-2009 — მიხეილ ჩოგოვაძე
- 2010-2012 — ლაშა მაქაცარია
- 2012-2013 — ვახტანგ ბალავაძე
- 2013-2015 — ზაზა მეფარიშივილი
- 2015-2018 — გივი ჭიჭინაძე
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[5] | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|
იმერეთი | 699 410 | 533 906 | 523 700 | 514 400 | 507 000 |
ქ. ქუთაისი | 185 965 | 147 635 | 145 400 | 142 800 | 141 000 |
ბაღდათის | 29 235 | 21 582 | 20 900 | 20 300 | 19 800 |
ვანის | 34 464 | 24 512 | 23 800 | 23 300 | 22 800 |
ზესტაფონის | 76 208 | 57 628 | 57 300 | 56 900 | 56 500 |
თერჯოლის | 45 496 | 35 563 | 34 600 | 33 900 | 33 300 |
სამტრედიის | 60 456 | 48 562 | 47 600 | 46 700 | 45 900 |
საჩხერის | 46 590 | 37 775 | 37 100 | 36 700 | 36 300 |
ტყიბულის | 31 132 | 20 839 | 20 300 | 19 800 | 19 300 |
წყალტუბოს | 73 889 | 56 883 | 54 400 | 52 800 | 51 400 |
ჭიათურის | 56 341 | 39 884 | 39 900 | 39 500 | 39 300 |
ხარაგაულის | 27 885 | 19 473 | 19 400 | 19 200 | 19 100 |
ხონის | 31 749 | 23 570 | 23 100 | 22 600 | 22 200 |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმერეთის მხარე მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში. ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე.
მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბეტონოტური თიხებით, მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით. იმერეთის მხარის საწარმოები ქვეყნის მთლიანი პროდუქციის 25-30 %-ს აწარმოებენ. მათი უმრავლესობა განლაგებულია მთავარი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ მდებარე ქალაქებში: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია.[6]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
- ბაგრატის ტაძარი
- გელათის მონასტერი
- ვანის ნაქალაქარი
- სათაფლიის კარსტული მღვიმეები
- პრომეთეს მღვიმე
- კაცხის სვეტი
- მღვიმევის მონასტერი
- მოწამეთას მონასტერი
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გუბერნატორი
- ↑ georgia-ethnic-2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები: ტომი I. მთავარი რედაქტორი: თეიმურაზ ბერიძე. თბილისი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2003, გვერდი 52. ISBN 99928-0-768-7
- ↑ Georgia division
- ↑ წიგნი "ჩემი იმერეთი"
|