გივი გაჩეჩილაძე (პოლიტიკოსი)
იერსახე
გივი გაჩეჩილაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 აგვისტო, 1926 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საშუალო |
ეროვნება | ქართველი |
გივი გაჩეჩილაძე (დ . 25 აგვისტო, 1926 — გ. მარტი, 2006) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა საშუალო სკოლა. 1943 წლიდან იყო შორაპნის სალოკომოტივო დეპოს, ხოლო 1957 წლიდან თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ხარატი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გივი გაჩეჩილაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- გივი გაჩეჩილაძე (პოლიტიკოსი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი