გივი თალაკვაძე
| გივი თალაკვაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 14 ივლისი, 1949 |
| დაბადების ადგილი | თბილისი[1] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი |
| ეროვნება | ქართველი |
გივი მოსეს ძე თალაკვაძე (დ. 14 ივლისი, 1949, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფიზიკის ფაკულტეტი (1971). 1970-1990 წლებში იყო თსუ-ის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კათედრის ასისტენტი, დეკანის მოადგილე. პარალელურად, 1978-1990 წლებში მუშაობდა კომუნისტური პარტიის ორგანიზაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე (თსუ-ის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე. თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის მეორე მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე).
1986-1989 წლებში იყო საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე. მომდევნო წლებში პედაგოგიურ-სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.