თეიმურაზ მჟავია
თეიმურაზ (თემურ) მჟავია | ||
![]() | ||
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
2004 – 2009 | ||
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია ზურაბ ნოღაიდელი ვლადიმერ გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკოლოზ გილაური | |
წინამორბედი | თამაზ ნადარეიშვილი | |
მემკვიდრე | ელგუჯა გვაზავა | |
დაბადებული | 5 იანვარი, 1952 კონჭკათი, საქართველოს სსრ | |
მოქალაქეობა | ![]() | |
ეროვნება | ქართველი |
თეიმურაზ (თემურ) მჟავია (დ. 5 იანვარი, /1 იანვარი [1], 1952, კონჭკათი, საქართველოს სსრ[2]) — ქართველი პოლიტიკოსი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 2004-2009 წლებში.
დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1975-1980 წლებში იყო სოხუმის რაიონის სკოლების ისტორიის მასწავლებელი, 1980-1990 წლებში იყო ქარხანა „სოხუმხელსაწყოს“ კლუბის გამგე, კადრების განყოფილების მუშაკი, სამეურნეო განყოფილების გამგე, კინდღის სასათბურე მეურნეობა-კომბინატის კადრების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, სოხუმის ელექტრონული ტექნიკის ქარხნის მეურნეობის გამგე. წმიდა ილია მართლის საზოგადოების ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
- თეიმურაზ მჟავია: არ იკვეთება ფიზიკური ზეწოლები ამომრჩევლებსა და პოლიტიკურ მეტოქეებზე
- „ყველა პარტიის პრეზიდენტი“ და უზნეობის პროპაგანდის მოწინააღმდეგე კანდიდატი