ავთანდილ იმნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავთანდილ იმნაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ავთანდილ იმნაძე
დაბადების თარიღი 15 ოქტომბერი, 1940 (1940-10-15) (83 წლის)
დაბადების ადგილი თბილისის დროშა თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ავთანდილ იმნაძე (დ. 15 ოქტომბერი, 1940, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.

1965 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1963-1968 წლებში იყო თბილისის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის ფოტოლაბორანტი, თბილისის სახეხი ჩარხების ქარხნის მუშაკი, ქარელის ჰიდროგეოლოგიური პარტიის უფროსი მექანიკოს-გეოლოგი, საქართველოს სსრ რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის ასისტენტი, 1974-1990 წლებში იყო ამავე კომიტეტის რეჟისორი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორის ასისტენტი, საქტელერადიოს რეჟისორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]