არჩილ გეგენავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არჩილ გეგენავა
არჩილ გეგენავა
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012

პირადი დეტალები

დაბადებული23 მარტი, 1975
თბილისი
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლესოფო სხვედიანი
შვილებილიზი, ნიკოლოზი და ანასტასია
რელიგიამართლმადიდებელი

არჩილ გეგენავა (დ. 23 მარტი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი 2008-2012 წლებში.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილ გეგენავა 1975 წლის 23 მარტს, ქალაქ თბილისში დაიბადა. ბავშვობისა და სკოლის წლები მთაწმინდაზე გაატარა. I საშუალო სკოლის დაამთავრების შემდეგ, სწავლა უნივერსიტეტ „ლეგია და კომპანიაში“ გააგრძელა, ეკონომიკისა და საბანკო საქმის განხრით. 1996 წელს სწავლა თბილისის საერო უნივერსიტეტ „გაენათში“ დაასრულა, ეკონომისტის კვალიფიკაციით. ათი წლის შემდეგ, უკვე გამოცდილმა ბიზნესმენმა, ბიზნესის მართვის აკადემიური ხარისხი დაიცვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლის დამთავრების შემდეგ არჩილი შეუდგა პროფესიული გამოცდილების გაღრმავებას. „საქართველოს ბანკში“ მუშაობა დაიწყო როგორც რიგითმა მოხელემ და რამდენიმე წელიწადში, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 2004 წლიდან საკუთარ ბიზნეს საქმიანობას მიჰყო ხელი: 2004 წელი - ღვინის კომპანია - „თელიანი ველი“. 2006 წელი - ტურისტული კომპანია - „ვია თრეველი“. 2006 წელი - სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი „ემ ჯგუფი“. 2008 წელი - მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატი. 2008 წელი - აგრალური კომიტეტის თავმჯდომარე.

საკანონმდებლო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას როგორც კანონშემოქმედებითი, ისე საზედამხედველო მიმართულებით. იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს, სადაც მისი თავმჯდომარეობით მიიღება გადაწყვეტილებები საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით; ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა სტრუქტურების საქმიანობის, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების განხორციელების ხარისხის, კონკრეტული პროექტების ეფექტურობის შეფასება. სოფლის მეურნეობის საკითხებზე მართავს მრავალრიცხოვან შეხვედრებს როგორც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამეწარმეო სექტორთან, დარგობრივ ასოციაციებთან, სამეცნიერო ინსტიტუტებთან, ექსპერტებთან. გარდა ამისა, აქვს ხშირი შეხვედრები მოსახლეობასთან, ფერმერებთან საქართველოს რეგიონებში. საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში მონაწილეობს სხვადასხვა ფორმატის საერთაშორისო ვიზიტებში.

მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ გეგენავას ბიურო 2008 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობის მანძილზე, ბიურომ მთაწმინდის მაცხოვრებლებს დახმარება გაუწია სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაში. მთაწმინდის მაჟორტარი დეპუტატის ბიურო დღემდე აქტიურად განაგრძობს საქმიანობას, რეგულარულად ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან.

ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს არჩილ გეგენავამ საქველმოქმედო ფონდი „ერთგულება“ დააფუძნა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ეკლესია-მონასტრების რეკონსტრუქცია და მშენებლობა. ბოლო 4 წლის მანძილზე ფონდის დახმარებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ათობით ხუროთმოძღვრების ძეგლს, აშენდა ეკლესია-მონასტრები. ფონდი პატრონობს ბედიანის ბავშვთა სახლს. ფონდი „ერთგულების“ ორგანიზებით და ფინანსური მხარდეჭერით წმინდა მიწაზე ქ. ლოდში, წმინდა გიორგის საფლავის მახლობლად, საპატრიარქოს საკუთარი სახლი აქვს.

„თბილისი 2015“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს თბილისი ევროპის ახალგაზრულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის გენერალური დირექტორი არჩილ გეგენავაა. მისი ხელმძღვანელობით კომიტეტი აწარმოებს აქტიურ საორგანიზაციო სამუშაოებს არა მხოლოდ ქვეყნის შიდა, ინფრასტრუქტურის თუ სპორტული განვითარების მხრივ, ასევე ამყარებს ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან და კომიტეტებთან.

პირადი ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩილს ჰყავს მეუღლე, სოფო სხვედიანი და სამი შვილი: ლიზი, ნიკოლოზი და ანასტასია. ბავშვობიდან გატაცებულია სპორტით, განსაკუთრებით კარგად კი ფეხბურთს, ჩოგბურთს, წყალბურთს თამაშობს. თავისუფალ დროს ეცნობა ლიტერატურას არქიტექტურასა და დიზაინზე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2004 წელი - საპატიო სიგელი წმინდა მიწაზე, ბეთლემში პირველი ქართული სულიერ-კულტურული ცენტრის დაარსებაში გაწეული ღვაწლისთვის.
  • 2005 წელი - დმანისის საეპისკოპოსო ორდენი.
  • 2006 წელი - საპატიო სიგელი - თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისთვის.
  • 2010 წელი - „საპატიო ყვარლელის“ ჯილდო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]