შინაარსზე გადასვლა

ჯემალ გორგოძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემალ გორგოძე
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1944 (1944-10-10) (80 წლის)
დაბადების ადგილი ილემი, ზესტაფონის რაიონი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

ჯემალ გორგოძე (დ. 10 ოქტომბერი, 1944, სოფელი ილემი, ზესტაფონის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. 1968-1990 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სისტემაში და პარტიულ თანამდებობებზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]