ამირან ტაკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამირან ტაკიძე
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1958 (1958-08-24) (65 წლის)
დაბადების ადგილი ალამბარი, ქობულეთის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ამირან ტაკიძე (დ. 24 აგვისტო, 1958, სოფელი ალამბარი, ქობულეთის რაიონი) — ქართველი მათემატიკოსი, პოლიტიკოსი.

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექნიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]