შინაარსზე გადასვლა

ვაჟა აბაკელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჟა აბაკელია
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1948
მარტვილი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 12 ივლისი, 2019 (70 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი და თანანმდებობის პირი.

ვაჟა აბაკელია (დ. 26 ოქტომბერი, 1948, მარტვილი — გ. 12 ივლისი, 2019) — ქართველი იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი და თანანმდებობის პირი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.

დაიბადა 1948 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ მარტვილში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

იყო თბილისის პარტიული ორგანიზაციების მუშაკი 1971–1979 წლებში. 1980–1990 წლებში მუშაობდა მოსამართლედ. 1991 წელს იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. 1990–1991 წლებში კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ასევე სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე. თბილისის ნაძალადევის რაიონის სახალხო მოსამართლე, მარტვილის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, საქართველოს კპ მარტვილის რაიკომის მდივანი.

ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე, იუსტიციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.

გარდაიცვალა 2019 წლის 12 ივლისს.

  • კობა ამირხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015, გვ. 54, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]