თენგიზ სიგუა
თენგიზ სიგუა | ||
![]() | ||
საქართველოს მე-2 პრემიერ-მინისტრი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
8 ნოემბერი, 1992 – 5 აგვისტო, 1993 | ||
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე | |
წინამორბედი | ბესარიონ გუგუშვილი | |
მემკვიდრე | ედუარდ შევარდნაძე (დროებითი) ოთარ ფაცაცია | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
15 ნოემბერი, 1990 – 18 აგვისტო, 1991 | ||
პრეზიდენტი | ზვიად გამსახურდია | |
წინამორბედი | ნოდარ ჭითანავა | |
მემკვიდრე | მურმან ომანიძე (პრემიერ-მინისტრის მ.შ.) ბესარიონ გუგუშვილი (პრემიერ-მინისტრი) | |
დაბადებული | 9 ნოემბერი, 1934 ლენტეხი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | |
გარდაცვლილი | 21 იანვარი, 2020 თბილისი | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | კომპარტია (ყოფილი) | |
მამა | იპოლიტე სიგუა | |
განათლება | საქ. ტექ. უნივერსიტეტი მეცნიერებათა დოქტორი | |
პროფესია | ინჟინერ-მეტალურგი | |
რელიგია | ქრისტიანი |
თენგიზ სიგუა (დ. 9 ნოემბერი 1934 — გ. 21 იანვარი, 2020[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1990-1991 წლები, შემდგომში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1992-1993 წლებში.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თენგიზ სიგუა დაიბადა 1934 წლის 9 ნოემბერს ლენტეხში, დასავლეთ საქართველოში. 1957 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით. ამავე წლის აგვისტოში თენგიზი გახდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ინჟინერი. 1962 წლიდან მუშაობდა უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში, ხოლო 1989 წელს დაინიშნა ამავე ინსტიტუტის დირექტორად. ასევე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.
პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად. იყო საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების წინააღმდეგი.[2]1992 წლიდან იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი).. 1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.
2011 წელს „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თენგიზ სიგუამ განაცხადა რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს დაწყებული იყო: „ჩვენ დავიწყეთ ომი 2008 წელს. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალის დაბომბვა, რამაც ჩარევის უფლება მისცა რუს სამშვიდობოებსა და რუსეთის არმიას“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თენგიზ სიგუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თენგიზ სიგუა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- თენგიზ სიგუა: „ზვიად გამსახურდიას მსოფლიო ,,კავკასიელ სადამ ჰუსეინს“ უწოდებდა“
- ყოფილი პრემიერი თენგიზ სიგუა სააკაშვილის განცხადებას ტყუილს უწოდებს
- თენგიზ სიგუა: "თბილისის ომის" გამოძიებას მხოლოდ მივესალმები
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", 21 იანვარი, 2020.
- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 106, ISBN 978-9941-0-5972-8.
|