ნაული ჯანაშია
ნაული ჯანაშია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 მარტი, 1947 |
დაბადების ადგილი |
დიდი ჭყონი, გეგეჭკორის რაიონი, ![]() |
გარდაცვალების თარიღი | 17 მარტი, 2015 (68 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | ლენინგრადის სამთო-სამრეწველო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მამა | იოსებ ჯანაშია |
დედა | ნადია ხურცილავა |
შვილ(ებ)ი | 2 |
ნაული ჯანაშია (დ. 1 მარტი, 1947, დიდი ჭყონი, იმდროინდელი გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 17 მარტი, 2015, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008-2015 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965-1971 წლებში მუშაობდა ქალაქ შევჩენკოს სამთო სამრეწველო კომბინატში. 1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამთო-სამრეწველო ინსტიტუტი. 1976-1981 წლებში მუშაობდა ქალაქ შევჩენკოში, სატრანსპორტო სამმართველოსა და სამთო-სამრეწველო კომბინატში. 1986-1993 წლებში მუშაობდა სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში. 1995-2008 წლებში მუშაობდა მოსკოვის ელექტრო-მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2015 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაული ჯანაშია 2015 წლის 17 მარტს, 68 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თბილისში გარდაიცვალა.[1] მის გარდაცვალებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
![]() |
„ეს იყო ძალიან კეთილშობილი, ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მიზნად სიკეთის თესვა ჰქონდა ქცეული. მის მიერ გაკეთებული სიკეთე კიდევ ძალიან დიდხანს გაგვინათებს გზას. მიხეილ სააკაშვილი“
|
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაული ჯანაშია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნაული ჯანაშია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|