გოგი თოფაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოგი თოფაძე
გოგი თოფაძე, ბიზნესმიენი, პარტია მგს ლიდერი.jpg
დაბ. თარიღი 18 აპრილი, 1940
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
საქმიანობა პარტიის ლიდერი
შვილები 2

გიორგი (გოგი) ლევანის ძე თოფაძე (დ. 18 აპრილი, 1940, თბილისი) — ქართველი მეწარმე და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიური მრეწველობის ფაკულტეტზე. 1962 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კვებისა და მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ - თანამშრომლად. 1967 წელს გოგი თოფაძემ ჩააბარა მოსკოვში ორგანული ქიმიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1969 წელს დაიცვა დისერტაცია, რის შემდეგაც მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

1970-1975 წლებში თოფაძე მუშაობდა თბილისი საპნის ქარხნის დირექტორად. 1975 დან 1986 წლამდე იყო საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი. 1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად. 1994 დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი”. 1997 და 1998 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად.

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარე. 1999-2003 იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე. 2005 წლიდან არის პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი. 2005 წელს თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად. 2005 წელს თოფაძე, პირველი ქართველ ბიზნესმენთა შორის, დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით.

2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებში გიორგი (გოგი) თოფაძემ კენჭი იყარა საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერის პოსტზე. მან ამომრჩეველთა ხმების 5.19% მიიღო. [1]

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლიდან არის სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი. 1999 წლიდან არის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. წიგნისათვის „თხილამურებით მთაში“ 1999 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 2003 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, გოგი თოფაძეს მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება. მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება. ის არის 20 სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფის, 1 სახელმძღვანელოს და 3 წიგნის ავტორი.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]