გივი თაქთაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გივი თაქთაქიშვილი
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1952 (1952-03-03) (72 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი

გივი თაქთაქიშვილი (დ. 3 მარტი, 1952) — ქართველი პოლიტიკოსი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1974 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი. 1978-1990 წლებში იყო სსრ კავშირის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი, სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]