სოფო კილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სოფიო კილაძე)
სოფო კილაძე
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1984 (1984-01-16) (39 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლს-უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება“
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი
ჯილდოები ღირსების მედალი

სოფიო (სოფო) კილაძე (დ. 16 იანვარი, 1984, ქუთაისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ ქუთაისში.

2003–2011 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლს-უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2008–2011 წლებში მუშაობდა ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე; ამ პერიოდში ერთი წელი იმუშავა იმავე ქალაქის საადვოკატო ბიუროში Bau, Becky & Collegen; 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა; 2011–2013 წლებში კითხულობდა ლექციებს სამაგისტრო პროგრამაზე LLM zu Köln; 2012–2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; პარალელურად კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში; 2014 წლიდან შსს აკადემიის პრორექტორი.

2016–2020 წლებში იყო საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

არის არაერთი საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი; 2015 წლიდან „საზოგადოება 2030“-ის წევრი და ანალიტიკოსი. 2015 წელს დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტის ღირსების მედლით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]