გოჩა ქიმაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჩა ქიმაძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1960 (1960-01-01) (64 წლის)
დაბადების ადგილი ადიგენი, ადიგენის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

გოჩა ქიმაძე (დ. 1 იანვარი, 1960, დაბა ადიგენი, ადიგენის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი, ფინანსისტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ადიგენის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი საინიციატივო ჯგუფი. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ადიგენის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]