ჯემალ გოგიტიძე
ჯემალ გოგიტიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 იანვარი, 1960 |
გარდაცვალების თარიღი | 20 დეკემბერი, 2009 (49 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ჯემალ გოგიტიძე (დ. 30 იანვარი, 1960 — გ. 20 დეკემბერი, 2009, მოსკოვი) — ქართველი პოლიტიკოსი, აჭარის ლიდერის, ასლან აბაშიძის თანამებრძოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ძირითადი ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგიის განხრით. 1991 წლიდან ასწავლიდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999 წელს სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის პარტიული სიით არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტში. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 1999-2004 წლებში იყო საპარლამენტო ფრაქცია „აღორძინების“ თავმჯდომარე, 2000-2001 წლებში, იმავდროულად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.[1] 2003 წლის ნოემბერში აქტიურად გამოდიოდა შემდეგში ვარდების რევოლუციის სახელით ცნობილი ოპოზიციური დემონსტრაციების წინააღმდეგ. რევოლუციის გამარჯვების შემდეგ იმყოფებოდა აჭარაში, სადაც ასლან აბაშიძემ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. 2004 წლის აპრილ-მაისში ხელმძღვანელობდა ჩოლოქის ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებულ აბაშიძის შეიარაღებულ დაჯგუფებას. 2004 წლის მაისში აბაშიძის გადადგომის შემდეგ თავი შეაფარა რუსეთს, სადაც შეუერთდა იქ მყოფი იგორ გიორგაძის გუნდს. გარდაიცვალა მოსკოვში, 2009 წელს.[2] 2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღჭურვისათვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვაში და სხვ. სასამართლომ მას გარდაცვალების გამო სასჯელი არ დაუნიშნა.[3]
მას ჰყავს სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯემალ გოგიტიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯემალ გოგიტიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯემალ გოგიტიძე, საქართველოს V მოწვევის პარლამენტი. ნანახია 23.09.2018.
- ↑ ჯემალ გოგიტიძე საქართველოში ჩამოასვენეს, ინტერპრესნიუსი, 24.12.2009. ნანახია 23.09.2018.
- ↑ სასამართლომ ასლან აბაშიძე და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ სცნო. საქართველოს პროკურატურა, 2016-08-11. ნანახია 23.09.2018.
|