ირინე ფრუიძე
ირინე ფრუიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 ოქტომბერი, 1976 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის პოლიტოლოგიისა და ადამიანთმცოდნეობა-სოციოლოგიის ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება“ (2019-მდე)[1] |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ექიმი, ფსიქოლოგი |
ირინე (ირინა) ფრუიძე (დ. 15 ოქტომბერი, 1976, თბილისი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი და ფსიქოლოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიაბადა 1976 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაციით, 2004 წელს კი — თბილისის ანთროპოლოგიისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 2001-2002 წლებში იყო შპს „გეტას“ სამედიცინო მარკეტინგის მენეჯერი. 2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო სამოქალაქო სამსახურის პროექტრის მენეჯერი. 2004-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საკრებულოში ექსპერტ-კონსულტანტის პოზიციაზე. 2006-2009 წლებში — საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის თემში ინვესტირების პროგრამის მენეჯერი. 2010-2012 წლებში საქართველოს სკაუტთა მოძრაობის ორგანიზაციის პროექტ „ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერების პროექტის“ მენეჯერი. 2012-2015 წლებში ამავე ორგანიზაციის პროექტ „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის“ მენეჯერი. 2013-2016 წლებში იყო ტრენინგცენტრი “ბიმარკის“ ტრენერი. 2014 წლიდან არის ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 2015-2016 წლებში საქართველოს სკაუტთა მოძრაობა ორგანიზაციის კონსულტანტი. 2015 წელს იყო საქართველოს სკაუტთა მოძრაობა ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების და ფონდების მოზიდვის მენეჯერი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო. ამის შემდეგ ფრუიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირინე ფრუიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირინე ფრუიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბიოგრაფია „ქართული ოცნების“ საიტზე[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჩუგოშვილმა, ცქიტიშვილმა, ხულორდავამ და ქაცარავამ უმრავლესობა და ქართული ოცნება დატოვეს. on.ge (14 ნოემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2020.
- დაბადებული 15 ოქტომბერი
- დაბადებული 1976
- ქართველი ექიმები
- ქართველი პოლიტიკოსი ქალები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისში დაბადებულები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი ქალები
- ქართველი ფსიქოლოგები
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- „ქართული ოცნების“ წევრები